ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
საქართველო, თბილისი - 12:21 | 12.09.2024 ნანახია: 880ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბაზირებულმა ნატო-ს თვითმფრინავებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული დრონები, რომლებიც არღვევენ მათ საჰაერო სივრცეს. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ კვირას ლატვიაში რუსული დრონები ჩამოვარდა.
ნატო-ს გამანადგურებლები პატრულირებენ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მას შემდეგ, რაც ისინი შეუერთდნენ სამხედრო ალიანსს 2004 წელს, რადგან სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ გააჩნია შესაბამისი საჰაერო ფლოტი.
„ნატო-ს თვითმფრინავები არა მხოლოდ უნდა პატრულირებდნენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, უნდა გაანადგურონ (რუსული) დრონები“, - განაცხადა ლიეტვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა ვილნიუსში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან დასძინა, რომ ეს მოითხოვს დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას.
მისი კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც შაბათს ლატვიაში რუსული დრონი ჩავარდა. ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ირანული წარმოების Shahed-ი რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსული უპილოტო თვითმფრინავების საკითხს.
„მოვუწოდებთ მოკავშირეთა საბრძოლო თვითმფრინავების დაუყონებლივ გამოყენებისკენ მას შემდეგ, რაც დრონები ჩვენს საზღვრებთან დაფიქსირდებიან“, - თქვა რინკევიჩსმა.
პოლიტიკა
- გერმანიაში ჩვენ ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და ა. შ. აქ კი საუბარია ომსა და მშვიდობაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ქართველსა და უცხოეთის აგენტზე, ეს არ არის ჯანსაღი - პეტერ ფიშერი
- საქართველოსაც უნდა ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი- ანჟეი დუდა
- ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმა - „ამერიკის ხმა”
- საქართველოს მოქალაქეები ჰონგ-კონგში მოგზაურობას უვიზოდ შეძლებენ
საზოგადოება
- საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს ტერაქტის შედეგად დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრო
- გოგოები ტექში ანუ გზა ციფრული მომავლისკენ - „თეგეტას“ და „სქილვილის“ ერთობლივი პროექტი გრძელდება
- თბილისობა 5-6 ოქტომბერს გაიმართება
- 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში 146 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული
სამართალი
- თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 14 პირი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
მსოფლიო
- ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე სრულიად მიუღებელიადა და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს - ენტონი ბლინკენი
- შვეიცარიის პარლამენტმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
- არ შევწყვეტთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ის არ მიაღწევს სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას - ჯო ბაიდენი
- დანიელ ჰაგარის განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ისრაელი„ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმის ქვეშ მოექცეს
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ჩინური ავტომობილების გაორმაგებული იმპორტი - ბაზრის ტენდენციები და მიმოხილვა TEGETA CARS-ისგან
- "თეგეტამ" ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა
- Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია „ონთაიმ ლოჯისტიკს“ MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად „ვოლვო რეგატა“ გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა