უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - კანადის თავდაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი - 10:51 | 16.08.2024
ნანახია: 1222

უკრაინას შეუძლია თავისუფლად გამოიყენოს რუსეთის ტერიტორიაზე კანადის მიერ მიწოდებული ტანკები, ჯავშანტექნიკა და სხვა იარაღი.  

ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. იუწყება CBC News.

კანადამ უკრაინას გადასცა რვა Leopard 2A4-ის ტიპის ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასობით საპატრულო ჯავშანტექნიკა, ასევე რამდენიმე ჰაუბიცა M-777.

„უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადას არ აქვს გეოგრაფიული შეზღუდვები სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ“, - განაცხადა კანადის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრე-ენ პულენმა.

ამ დროისათვის უცნობია გამოიყენეს თუ არა უკრაინულმა დანაყოფებმა კანადური იარაღი რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე