ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 16:10 | 04.09.2024
ნანახია: 379

ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი მონაწილეობდა.

„მეხანძრე-მაშველების მიერ სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ხანძრის ქრობის პროცესში 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე