გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობისთვის ჯილდო მიიღო

საქართველო, თბილისი - 22:52 | 07.09.2024
ნანახია: 2237

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცეს. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც გერმანიაში გამართულ ევრო 2024-ზე 3 გოლის გატანა შეძლო და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა, “ოქროს ბუცი” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთთან გასამართი მატჩის წინ მიიღო.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი 3 გოლით ევრო 2024-ის თანაბომბარდირი გახდა ჰარი კეინთან (ინგლისი), დანი ოლმოსთან (ესპანეთი), კოდი გაკპოსთან (ნიდერლანდები), ჯამალ მუსიალასა (გერმანია) და ივან შრანცთან (სლოვაკეთი) ერთად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე