Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
საქართველო, თბილისი - 16:09 | 04.09.2024 ნანახია: 2623
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს განსხვავებულ საგარანტიო პირობას სთავაზობს - Toyota 10, იაპონური ბრენდის ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით ან 160 000 კილომეტრამდე გახანგრძლივებას გულისხმობს. შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ. ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება „ტოიოტას“ ოფიციალური დილერებისგან შესყიდულ ავტომობილებზე, რომლებსაც გეგმური ტექნიკური მომსახურება ასევე ოფიციალურ სადილეროებში აქვთ ჩატარებული. Toyota 10 არ ეხება ამერიკულ ან სხვა რეგიონებიდან ჩამოყვანილ ავტომობილებს.
ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებზე ქარხნული გარანტია მოქმედებს სამი წლის განმავლობაში, ხოლო ჰიბრიდულ სისტემებზე - ხუთი წლის. გეგმური ტექნიკური შემოწმების შემდეგ შესაძლებელი ხდება, დამატებითი გარანტია გახანგრძლივდეს ერთი წლით ან 10 000 კილომეტრით, რომელიც უფრო ადრე დადგება. მძღოლს გარანტიის გახანგრძლივება შეუძლია წელიწადში ერთხელ, სანამ ავტომობილის ასაკი 10 წელს მიაღწევს, ხოლო გარბენი - 160 000 კმ-ს.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „Toyota-ს ავტომობილებზე გარანტიის 10 წლამდე ვადით გაზრდა ხაზს უსვამს, რომ კომპანია დარწმუნებულია პროდუქციის ხარისხში და ზრუნავს თავის მომხმარებელზე. ამასთანავე, საგარანტიო პერიოდში უზრუნველყოფს ავტომობილის ხანგრძლივ და ეფექტიან მუშაობას რაც მომხმარებლის სიმშვიდესაც გულისხმობს. მთავარი, რაც ამ გარანტიას გამორჩეულს ხდის, ის არის, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს საგრძნობლად მცირდება მფლობელის რისკები და ხარჯები. გარდა ამისა, ხანგრძლივი გარანტია ზრდის ავტომობილის შემდგომი გაყიდვის ღირებულებას, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობაა. საერთო ჯამში, Toyota 10-ის გარანტია მომხმარებლებისთვის ძალიან მოგებიანი პირობაა. ის კიდევ ერთხელ ამყარებს ტოიოტას სამ ძირითად უპირატესობას: ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა“.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შეთავაზებით სარგებლობა იმ მძღოლებსაც შეუძლიათ, რომელთა ავტომობილებს ქარხნული გარანტიის ვადა ამოეწურათ. ტექნიკური შემოწმების ნაცვლად გეგმიური სერვისის სრულად ჩატარება და ნებისმიერი გაუმართაობის აღმოფხვრის შემდეგ შესაძლებელია, ავტომობილი გარანტიაზე დაბრუნდეს.
დამატებითი გარანტია ვრცელდება ძირითად აგრეგატებზე, როგორებიცაა: ძრავა, ბენზინისა და დიზელის საწვავი სისტემები, ავტომატური და მექანიკური გადაცემათა კოლოფები, საჭის მექანიზმი, კონდიციონერის კომპრესორი, აუდიოსისტემა, ელექტრობა, ჰიბრიდის შემთხვევაში - ინვერტორი, ელემენტები და ა.შ.
დამატებით გარანტიაზე არ ვრცელდება იგივე პირობები, რაც ძირითადი ქარხნული გარანტიის შემთხვევაში და არ ფარავს ისეთ ცვეთად დეტალებს, როგორებიცაა: სამუხრუჭე ხუნდები, ამორტიზატორები, აკუმულატორი, ასევე ვიდეო/ნავიგაციის სისტემები, გამონაბოლქვის სისტემები და ა.შ.
დამატებითი გარანტიის მისაღებად ავტომობილს გეგმური ტექნიკური შემოწმება „ტოიოტას“ ოფიციალურ სადილეროში უნდა ჰქონდეს ჩატარებული, სადაც ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება გაწეული იქნება „ტოიოტას“ სერტიფიცირებული ტექნიკოსების მიერ ორიგინალი სათადარიგო ნაწილებისა და მოწინავე დიაგნოსტიკური აღჭურვილობის გამოყენებით.
__
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















