„თბილსერვის ჯგუფმა“ საბურთალოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონო სამშენებლო, ინერტული ნაგავსაყრელის დასუფთავება დაიწყო

საქართველო, თბილისი - 11:18 | 10.10.2015
ნანახია: 2064

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აღმოჩენილი უკანონო სამშენებლო, ინერტული ნაგავსაყრელის დასუფთავება დაიწყო.

ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირებისას აღმოაჩინა და სამართალდამრღვევი პირები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.

ნარჩენების რაოდენობიდან გამომდინარე ტერიტორიის დასუფთავება ეტაპობრივად განხორციელდება. ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ დიდუბის რაიონული განყოფილების რამოდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა და სპეც თანამშრომლები მუშაობენ.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მოუწოდებს სამართალდამრღვევ პირებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე