ლევან ბერძენიშვილი: ნაცმოძრაობას მძიმე დღეები იმიტომ დაუდგა, რომ ლიდერი ვერ იპოვნეს

საქართველო, თბილისი - 10:28 | 10.10.2015
ნანახია: 1838

„ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე დღეები იმიტომ დაუდგა, რომ მათ ლიდერი ვერ იპოვნეს, - აცხადებს „პრაიმნიუსჯორჯიასთან” ინტერვიუში პარლამენტის წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ლევან ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი ამბობს, რომ როცა ლიდერობას ოდიოზური ფიგურა კისრულობს, რომელიც ხალხს არ უყვარს, ამას ვერაფერს უზამენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ იმ ხმებს, რაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში აიღო, 2016 წელში ვეღარ აიღებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დაპატიმრებულ ლიდერებზე სასამართლო გამამტყუნებელი უკვე განაჩენი ძალაშია შესული. სანამ ესენი ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებენ, ევროპის სასამართლო ვიდრე არ იტყვის, მათ არასწორად მიუსაჯეს, მანამდე სამივე კრიმინალია. მეტსაც გეტყვით, ეს სამი ადამიანი უსამართლდაც რომ ისხდნენ ციხეში, ესეც ვერაფერს მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“. უბრალოდ, ამათ მეტი სასჯელი ეკუთვნოდათ და ნაკლები შეხვდათ, რადგან 2012 წელში სამივე ამნისტიაში მოვახვედრეთ. პირადად მე, ხალხის ციხეში ჯდომა არ მიხარია, მაგრამ იმ ლოგიკით, რომ ვანო მერაბიშვილი ციხეში ზის და ხმა მომეცითო, „ნაციონალური მოძრაობა“ შორს ვერ წავა”, - ამბობს პრაიმნიუსჯორჯიასთან” ინტერვიუში ბერძენიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე