თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შშმ პირს საჩუქრად ეტლი გადასცა

საქართველო, თბილისი - 18:24 | 09.10.2015
ნანახია: 1836

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ამავე რაიონში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და შშმ პირთა დახმარებებს განაგრძობს. 
რიმა ბერაძე დღეს ჯეჯელავების ოჯახს ეწვია და 7 წლის ნიას საჩუქრად სპეციალური ეტლი გადასცა. 
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, ჩუღურეთის რაიონის სამაჟორიტარო ბიუროს ნიას დედამ ნათია ვარდანაშვილმა თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
,,ჩემს სამაჟორიტარო ბიუროსა და ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების გაერთიანებას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის საჭირო ინვენტარის შეძენა ხორციელდება. 
მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ატაშვილს, რადგან მან მყისიერი რეაგირება მოახდინა ჩვენს თხოვნაზე და მათი დახმარებით, დღეს პატარა ნიას გადასაადგილებლად უკვე ახალი ეტლი აქვს“,- განაცხადა რიმა ბერაძემ და აღნიშნა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში ჯეჯელავების ოჯახს ყველანაირ დახმარებას გაუწევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე