დავით დონდუა: საქართველოში ნატოსა და ევრკოვაშირს პოლულარიზაცია არ სჭირდება

საქართველო, თბილისი - 17:39 | 09.10.2015
ნანახია: 1932

„საქართველოში ნატოს და ევრკოვაშირს პოლულარიზაცია არ სჭირდება, ისინი უფრო მეტად პოპულარულები არიან, ვიდრე უნდა იყოს,“ - ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ პარლამენტში, „თავისუფალ დემოკრატებთან“ მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრაზე გააკეთა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს., რომ ნატო და ევროკავშირი საქართველოში „უფრო მეტად პოპულარულები არიან, ვიდრე უნდა იყვნენ“ და ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ მოსახლეობას ზედმეტი მოლოდინი არ გაუჩნდეთ.

“საჭიროა ცნობადობის ამაღლება. ხალხმა უნდა იცოდეს, რას უნდა ველოდოთ ამ ორგანიზაციებიდან, რომ არ იყოს გადაჭარბებული მოლოდინები,” - ამბობს დონდუა და დასძენს, რომ საგარეო უწყება სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

„სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, უცხოელი ინვესტორებისთვის იყოს მომგებიანი და ჩვენს მოსახლეობას პორბლემები შეექმნას,” - ამბობს დონდუა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე