საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა

საქართველო, თბილისი - 13:08 | 09.10.2015
ნანახია: 1811

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა შეწყალების მორიგ აქტს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს, შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტმა 152 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 14 ქალი და 8 არასრულწლოვანია.

მათგან 103 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს დღესვე, აქედან 7 ქალი და 2 არასრულწლოვანი. 49 მსჯავრდებულს კი, სხვადასხვა დოზით შეუმცირდა  სასჯელი, აქედან 7 ქალს და 6 არასრულწლოვანს.

ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა  შეწყალების საკითხთა კომისიის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.

კომისიის სხდომა  2015 წლის 28-30 სექტემბერს  გაიმართა, რომელმაც  910 პირის საქმე განიხილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე