საუდის არაბეთი რუსეთის საპასუხოდ სირიის ოპოზიციას იარაღით მოამარაგებს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 09.10.2015
ნანახია: 1913

სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ საუდის არაბეთი სამ ოპოზიციურ დაჯგუფებას ლეტალური იარაღით მოამარაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.

საუბარია ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე, რომესლაც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ოპოზიციური ძალები მიიღებენ.

ერ-რიადის ამტკიცებს, რომ რუსეთი სირიაში ავიადარტყმებს არა ”ისლამური სახელმწიფოს”, არამედ ასადის ოპოზიციის წინააღმდეგ ახორცილებს.

როგორც ცნობილია, 2 ოქტომბერს აშშ-მა მოკავშირეებთან (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, თურქეთი, კატარი და საუდის არაბეთი) რუსეთს სირიის ოპოზიციის დაბობვის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოკავშირეების განცხადებით, მოსკოვის ქმედებებმა შესაძლოა კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე