ნიგერიაში ეჭვობენ, რომ ათი ადამიანი ებოლას ვირუსით დაინფიცირდა

საქართველო, თბილისი - 11:34 | 09.10.2015
ნანახია: 1859

ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ კალაბარში ათ ადამიანს კონტაქტი ჰქონდა პაციენტთან, რომელსაც ვირუსის სიმპტომები ჰქონდა. ადგუილობრივის მედიის ინფრომაციით, დაავადებული გარდაიცავლა.

ამ დროისათვის ათივე პირი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მანამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასულ კვირას დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუსით დაავადების ახლი შემთხვევა არ გამოვლენილა.

მსგავსი სიტუაცია რეგიონში 2014 წლის მარტის შემდეგ პირველად ფიქსირდება.

ივლისის ბოლოს ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის შედეგები. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ვაქცინამ მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

ებოლას ეპიდემიის აფეთქება დასაველთ აფრიკაში 2014 წლის თებერვალში დაიწყო. ეპიდემიამ, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ყველაზე მეტად გვინეა, ლიბერია და სიერა-ლიონე დააზარალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე