გადავა თუა არა სომხეთი საპარლამენტო მმართველობაზე, 6 დეკემბერს, რეფერენდუმზე გაირკვევა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 09.10.2015
ნანახია: 1969

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, რეფერენდუმი ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ 6 დეკემბერს გაიმართება.

სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმების პროექტს, რომელიც საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად სომხეთის პრზედენტს შვიდი წლის ვადით დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები აირჩევენ. სომხეთის პრეზიდენტი არცერთი პარტიის წევრი არ უნდა იყოს და მას არჩევნებში მონაწილეობა მხოლოს ერთხელ შეეძლება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე