პეტრო პოროშენკო: პუტინს გლობალური არასტაბილურობა სურს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 09.10.2015
ნანახია: 2025

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიიჩნევს, რომ სირიაში რუსეთის ქმედებები ”გლობალური უსაფრთხოების წესრიგს” არყევს.

მან ამის შესახებ BBC Newsnight-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ”ვლადიმერ პუტინს გლობალური არასტაბილურობა სურს”. პრეზიდენტმა სირიაში რუსეთის ოპერაცია დონბასის სიტუაციას შეადარა.

პოროშენკოს თქმით, პუტინი ”ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პრობლემებისა და მხარდაჭერის დაკარგვის გამო” მსოფლიო ქაოსისკენ მიჰყავს. კიევი რუსეთს დონბასელი სეპარატისტების შეიარაღებასა და რეგიონში რუსი სამხედროების გაგზავნაში ადანაშაულებს.

შეგხსენებთ, რომ რუსეთმა სარიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. თუმცა დასავლეთის მტკიცებით რუსული ავიაცია ძირითადად ასადის ოპოზიციის ძალებს ანადგურებს და ავიადარტყმების მხოლოდ მცირე ნაწილია ისლამისტების წინააღმდეგ მიმართული.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე