ჰონკონგის გასართობი პარკი გიგანტური პანდას პირმშოს მოლოდინშია

საქართველო, თბილისი - 13:16 | 01.10.2015
ნანახია: 2023

ჰონკონგის გასართობი პარკის ადმინისტრაციის ცნობით, გიგანტური პანდა ინ-ინი მაკედაა და პირმშო ერთი კვირის განმვალობაში უნდა გააჩინოს.

წარმატებული მშობიარობის შემთხვევაში ინ-ინის შვილი პირველი გიგანტური პანდა იქნება, რომელიც ჰონგკონგში დაიბადება.

გიგანტური პანდა ტყვეობის პირობებში, მდედრის რთული რეპროდუქციული ციკლისა და ორივე სქესის მხრიდან ურთიერთლტოლვის არარსებობის გამო, ძნელად მრავლდება.

ინ-ინის შემთხვევაში ჩასახვა თავდაპირველად ბუნებრივი გზით მიმდინარეობდა, შემდეგ კი მას ხელოვნური განაყოფიერება ჩაუტარდა. პარკის თანამშრომლები ვერ აზუსტებენ რომელმა მეთოდმა გაამართლა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე