ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 17 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:19 | 12.07.2024
ნანახია: 3265

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "აჭარათაიმსმა" გაავრცელა.

შემთხვევა დღეს, 12 ივლისს, დილით მოხდა. გამოცემის ცნობით, 17 წლის ბიჭი სასწრაფო დახმარების ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მეოთხე სართულოდან გადმოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს "ბათუმელებიც". გამოცემის ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე