„თეგეტა გრინ პლანეტმა“ „დებატების ეროვნული ტურნირის“ მონაწილეები დააჯილდოვა
საქართველო, თბილისი - 17:20 | 15.07.2024 ნანახია: 3180სასტუმრო „ბილტმორში“ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიაზე „დებატების ეროვნული ტურნირის“ საუკეთესო მომხსენებლები დააჯილდოვეს. დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტურნირის 2024 წლის მთავარი თემა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედება იყო. ტურნირი, რომელიც გარემოსდაცვით თემატიკაზე, „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, ქვეყნის მასშტაბით 400-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა. „თეგეტა გრინ პლანეტისგან“ საუკეთესო მოდებატეებს სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის”, რომლის უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა, დებატების ინსტიტუტთან თანამშრომლობა და ეროვნული ტურნირის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მიზანი, რის გამოც ამ პროექტის მხარდამჭერი გავხდით, ვფიქრობ, მიღწეულია - 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ აიმაღლა ცნობიერება და მიიღო ინფორმაცია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. გვჯერა, რომ სამომავლოდ თავად გახდებიან ცვლილებების ინიციატორები უკეთესი ეკომეგობრული პრაქტიკების დანერგვის მხრივ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გავუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვა, გადამუშავება და რეციკლირება. ეს პროექტი მათთვის გარემოსდაცვით თემებზე სიღრმისეული ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო გზა აღმოჩნდა“.
„დებატების ეროვნული ტურნირისთვის“ მზადება 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლის 400-ზე მეტი მოსწავლე იყო ჩართული. მზადება ითვალისწინებდა შემდეგი ტიპის აქტივობებს: თითოეულ კლუბში მოსწავლეების დებატების ტექნიკის მიმართულებით მომზადებას, მოდებატე გუნდების დაკომპლექტებას; გარემოსდაცვით თემატიკებზე ექსპერტებთან შეხვედრებს. მათ შორის მოდებატეები შეხვდნენ „თეგეტას“ წარმომადგენლებს, UNDP-ის EU4-ის კლიმატის ცვლილების ეროვნულ ხელმძღვანელებს და სხვა.
რეგიონებში არსებული დებატების კლუბებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა რეგიონულ ტურნირებში მიიღეს მონაწილეობა. მათგან შერჩეულმა საუკეთესო მოდებატეებმა კი უკვე 23 ივნისს ეროვნულ ტურნირში იასპარეზეს. დებატების ტექნიკების გამოყენებით იმსჯელეს თემის ირგვლივ არსებულ გამოწვევებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება.
თინათინ ცერცვაძე, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) თავმჯდომარე: „ყველა ის უნარი, რომელსაც დებატების ტექნიკა ავითარებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის. ჩვენთვის ერთიორად სასიხარულოა, რომ ამ ტექნიკის დაუფლებასთან ერთად დებატების კლუბებს მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით, შესაძლებლობა ჰქონდათ გარემოს დაცვით საკითხებს გასცნობოდნენ, სიღრმისეულად შეესწავლათ და განეხილათ ისინი. შედეგად, მათ შეძლეს თავისუფალი მსჯელობა ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ნარჩენების გადამუშავება, კლიმატის ცვლილება, საქართველოს პოზიციონირება ამ კუთხით თუ სხვა.“
ცნობისთვის, მასშტაბური ტურნირი პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის“ მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანი სკოლებში დებატკლუბების შექმნა და ახალგაზრდებში დასაბუთებული მსჯელობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებაა.
--
Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
პოლიტიკა
- წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
- "ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩეველებს სთხოვენ პირადობის მოწმობებს, ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს -"სამართლიანი არჩევნები"
- ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, პირველ რიგში, ეს სამართლიანობის პრინციპია - რატი იონათამიშვილი
- დარწმუნებული ვართ, რომ სულ რაღაც 11 დღეში საქართველოს ახალი კოალიციური ხელისუფლება ეყოლება, რომელიც აქტიურად გააგრძელებს გზას საქართველოს ევროპული მომავლისაკენ - ლევან სანიკიძე
საზოგადოება
- „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია
- საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
- "ავერსის კლინიკამ“ ოფიციალურად გახსნა მაღალტექნოლოგიური ცენტრალური ლაბორატორია
- საქართველოს საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს ტერაქტის შედეგად დაღუპული თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე - საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამართალი
- თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 14 პირი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
მსოფლიო
- ჩემი პრეზიდენტობა არ იქნება ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის გაგრძელება - კამალა ჰარისი
- One Direction-ის ყოფილი წევრი ლიამ პეინი დაიღუპა
- უკრაინელი სამხედროები, კურსკის ოლქში ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნებას კიდევ რამდენიმე თვით შეძლებენ - Bloomberg
- ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე სრულიად მიუღებელიადა და ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს - ენტონი ბლინკენი
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა