წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ - შალვა პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:29 | 23.10.2024 ნანახია: 57გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმზე, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ, მაგრამ გარეთ არავინ საუბრობდა, რადგან ზუსტად იცოდნენ, ეს საქართველოსთვის იქნებოდა დამღუპველი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ განაცხადა.
„გარწმუნებთ, ტაშით, წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს პრემიერს და ნებისმიერ თანამდებობის პირს ნებისმიერ ფორუმზე. რა იქნებოდა და რა დაგვრჩებოდა საქართველოში?! დაგვრჩებოდა დანგრეული ეკონომიკა. დათვლილია, 18%-მდე ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა. ეს ჩვენ ვიცით. ეს ხომ არ არის თეორია, ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ემბარგოს სტილის ურთიერთობა რუსეთთან. ეს ძალიან ადვილი გასათვლელი იყო ეკონომიკის მხრივ.
რაც შეეხება მეორე განზომილებას, ეს არის სამხედრო კონფლიქტის შანსი, რომელიც ძალიან რეალური ხდებოდა, თუკი ჩვენ შევიდოდით რუსეთთან ესკალაციაში. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციის წყალობით, სადაც პირველად ღიად ჩაიწერა, რომ სანქციებს გვთხოვენ, დღეს ყველამ ვიცით, ახლა გამოვიდა გარეთ, რაც აქამდე ხდებოდა დახურულ კაბინეტებს შიგნით. აქამდე რატომ არავინ გამოიტანა ეს საკითხი გარეთ და თუნდაც მედიასთან კომენტარებში ერთი-ორ ვინმეს თუ გაეპარებოდა, რომ სანქციებს ითხოვდნენ?! არადა ზუსტად კაბინეტებში რომ იყვნენ ჩვენთან, სანქციებს ითხოვდნენ. ამაზე გარეთ არანაირი კომენტარი არ იყო, რადგან კარგად იცოდნენ, ეს იყო საქართველოსთვის დამღუპველი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- მივმართავ საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით ქართველი ხალხის გვერდით - თინა ბოკუჩავა
- საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს კრემლის შესაძლებლობას შეაფერხოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მცდელობები და აღადგინოს რუსული გავლენა - ISW
- წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ თანამდებობის პირს, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, დახურულ კაბინეტებში შეხვედრებზე სულ ამას გვთხოვდნენ - შალვა პაპუაშვილი
- ვაღიარებთ ქართველი ხალხის სურვილს ევროინტეგრაციისკენ და მზად ვართ, გავატაროთ აშშ-ის პოლიტიკა, რომელიც მხარს დაუჭერს მათ შესაძლებლობას, მიაღწიონ ამას - ჯიმ რიში
საზოგადოება
- 25-დან 27 ოქტომბრამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება
- Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-ს ერგო - გუნდის მხარდამჭერი კვლავ „თეგეტა ჰოლდინგია“
- "თეგეტა აკადემიის" ბათუმისა და ფოთის ფილიალები სწავლის დასაწყებად მზადაა
- რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
მსოფლიო
- ანტონიო გუტერეში რუსეთში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
- ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
- მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება
- ტოკიოში დააკავეს კაცი, რომელმაც “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა მმართველი პარტიის ოფისს და შემდეგ ავტომობილით პრემიერის რეზიდენციაში შეჭრა სცადა
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტემები „თეგეტა მოტორსში“
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის Camry წარუდგინა
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა