რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:46 | 18.10.2024 ნანახია: 25დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა.
დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართა.
„გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულდა - ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის, შევინარჩუნოთ დედაქალაქის ყველა ღირშესანიშნავი ადგილი და მივანიჭოთ მას ახალი სიცოცხლე. მე იმედი მაქვს, ეს საბაგირო გზა გახდება უამრავი ადამიანის ბედნიერი წუთების, მოგონებების, თავგადასავლების ადგილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას საბაგირო გზის ტექნიკური დეტალებიც გააცნო.
„საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დავიწყეთ. ეს არის წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა, რომელიც წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული 5 საყრდენი ანძა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი, რომელიც სრულად განახლდა. პირველადი პროექტი ითვალისწინებდა საბაგიროს მოწყობას ამ შენობის გარეშე და ქვედა სადგური უნდა მოწყობილიყო რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ მოგვიწია პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ისტორიული შენობა-ნაგებობა უფუნქციოდ არ დარჩენილიყო. დღეს ხედავთ, როგორი ლამაზია ის აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ასევე, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკის“ ადმინისტრაციას გადაეცა.
დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, პროექტის განხორციელებაში ჩართულ კომპანიებს - „დაგს“ და „დოპელმაიერს“, ასევე, განსაკუთრებით გამოყო პატარკაციშვილების ოჯახის დამსახურება მთაწმინდის პარკის შენარჩუნებისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელება არსებითად ზრდის დედაქალაქის ტურისტულ პოტენციალს.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ფარგლებში, საბაგიროს ქვედა სადგურის მიმდებარედ სკვერი მოაწყო. სკვერში, რომლის ფართობიც 1 300 კვადრატული მეტრია, ავთენტური სახით მოეწყო განათების ბოძები, მოპირკეთდა საფეხმავლო ბილიკები, აღდგა 2 შადრევანი, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და განთავსდა ახალი საპარკე ავეჯი. ასევე, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაიგო ბალახი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 700 000 ლარი შეადგინა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია, ასევე, პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა - პაველ ჰერჩინსკი
- წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
- "ქართული ოცნების" აქტივისტები ამომრჩეველებს სთხოვენ პირადობის მოწმობებს, ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს -"სამართლიანი არჩევნები"
- ჯოზეფ ბორელის განცხადება იმ პრინციპებს უთხრის ძირს, რაზეც ევროკავშირი დგას, პირველ რიგში, ეს სამართლიანობის პრინციპია - რატი იონათამიშვილი
საზოგადოება
- რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
- სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია
- საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
სამართალი
- თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 14 პირი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა