თბილისში, ევროკავშირის ელჩი, ვიღაც ჰერჩინსკი აბობოქრდა - გრიგორი კარასინი

საქართველო, თბილისი - 11:54 | 19.10.2024
ნანახია: 29

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი ეხმიანება.

კარასინის თქმით მიმდინარეობს დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება.

„თბილისში აბობოქრდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ვიღაც ჰერჩინსკი, ეროვნებით პოლონელი, მან გამაოცა თავისი უხეშობით და პირდაპირობით
ითქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს, თუ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდება.

შეგახსენებთ, რომ ეს ითქვა საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინ, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის ვიტარებაში.

მხოლოდ იმის თქმა, რომ მსგავსი რამ დიპლომატიური ეთიკის დარღვევაა, არაფერს ნიშნავს!

ფაქტობრივად ხდება დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეების პირდაპირი შანტაჟი და დაშინება. მსგავსი რამის მოთმენა სერიოზული გამოცდაა ქართული სიამაყისთვის.

დარწმუნებული ვარ, ამას ბრიუსელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება. თუმცა მათ უკვე დაივიწყეს წესიერება“, - წერს კარასინი.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება მთავრობის ქმედებებისა და განცხადებების შედეგია.

მისივე თქმით, თუ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფო გახდება, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აიკრძალება, მედია თავისუფალი არ იქნება და ადამიანის უფლებები დაირღვევა, ქვეყანა ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც 2030 წელს ვერ გახდება. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე