უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო დაიბრუნა

საქართველო, თბილისი - 11:53 | 19.10.2024
ნანახია: 38

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 95 სამხედრო დაიბრუნა.

„ჩვენი 95 ჯარისკაცი ისევ სახლშია, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლსა და აზოვსტალს, დონეცკის, ლუჰანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიჰივის, ხერსონის ოლქებს.

ყოველ ჯერზე, როცა უკრაინა ათავისუფლებს თავის ხალხს რუსეთის ტყვეობიდან, ჩვენ ვაახლოებთ იმ დღეს, როდესაც თავისუფლება დაუბრუნდება ყველას, ვინც რუსეთის ტყვეობაში იმყოფება“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს, რომ ამ გაცვლის შედეგად ბევრი უკრაინელი დაბრუნდა სახლში, რომლებიც გაასამართლეს რუსეთის სასამართლოებმა და მიუსაჯეს ხანგრძლივი  (28 ადამიანი) და სამუდამო პატიმრობა  (20 სამხედრო).

ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მეზღვაურები, უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, მესაზღვრეები და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები.

ასევე საკოორდინაციო შტაბშიაცხადებენ, რომ გათავისუფლებულებს შორის ბევრს აქვს სერიოზული დაავადებები და მძიმე ჭრილობების შედეგები, ასევე წონის მნიშვნელოვანი დაკლება წამებისა და არასწორი კვების გამო.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ რუსეთს 95 ტყვე გადასცა


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე