თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 14 პირი

საქართველო, თბილისი - 09:01 | 02.10.2024
ნანახია: 2400

თბილისში, გვიან ღამით, 5 კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, დაკავებულია 14 პირი, რომლებიც ძალადობრივი მეთოდებით, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, თანხებს სძალავდნენ.

„დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. გაგრძელდება დაკავებები. გამოძიების პროცესში შეიძლება კიდევ გამოიკვეთოს ახალი ფიგურანტები. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდებით თანხებს,“ - განაცხადა კუპატაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე