თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა - პაველ ჰერჩინსკი

საქართველო, თბილისი - 11:29 | 18.10.2024
ნანახია: 28

არჩევნები არის დემოკრატიის დღესასწაული. ხალხს ექნება უფლება და მოქალაქეობრივი ვალდებულება, წავიდეს არჩევნებზე და ხმა მისცეს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის.

ამასთან, მან საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

„ჩვენი მხრიდან, როგორც საქართველოს შემთხვევაში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევაში დაჟინებით ვითხოვთ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ყველა პოლიტიკურ პარტიას შეეძლოს წარმოადგინოს პროგრამა, შეეძლოს სხვებთან კონკურენცია. არჩევნები უნდა იყოს კონკურენტული, გამჭვირვალე, ინკლუზიური. არჩევნები არის წმინდა და თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ მათ საკუთარი ქვეყნისთვის. მე გულწფელად მაქვს იმედი, რომ ხალხის მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს, აქტივობა იქნება ისტორიულად მაღალი, რადგანაც ეს არჩევნები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. გთხოვთ, წადით არჩევნებზე და მიეცით ხმა. ეს არის თქვენი უფლება და მოვალეობა, ეს არის თქვენი არჩევანი. თქვენ გაქვთ ძალაუფლება, გადაწყვიტოთ საქართველოს მომავალი, თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე