ამორალურია როდესაც, ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობ პროდუქტს და ჯარის გამოსაკვებად იყენებ, ვის წარმოუდგენია, ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს საკვებად ქვეყნის დამცველებს აძლევდე - ლევან სამუშია

საქართველო, თბილისი - 15:02 | 20.08.2024
ნანახია: 822

ამორალურია, როდესაც ჯარის გამოსაკვებად პროდუქტს ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობ, ვის წარმოუდგენია, ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს საკვებად ქვეყნის დამცველებს აძლევდე?! - ამის შესახებ გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ

გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სამუშია თავდაცვის ეროვნული აკადემიასთან  დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

ლევან სამუშიას განცხადებით, ხელისუფელბას აქვს სწორება რუსეთზე და ამას არც მალავენ.

„ეს არის ამორალური გადაწყვეტილება, მორალისგან დაცლილი ხელისუფლების მხრიდან. ეს, პირველ რიგში, არის რუსული ხელისუფლების გამოხატულება. მათ სწორება რუსეთზე აქვთ, რასაც არც მალავენ. ღიად ვხედავთ, რომ საქართველოს დამცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს რუსული საკვებით კვებავენ. ეს არის პირველ რიგში რუსული ხელისუფლების ნათელი გამოსახულება, რომ  აქვთ სწორება რუსეთზე და არც მალავენ და უკვე ღიად ვხედავთ, რომ საქართველოს დამცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს კვებავენ რუსული საკვებით. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია, რომ 26 ოქტომბერს ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ. საქართველოს სჭირდება რუსული ხელისუფლებისგან დაცვა - ეს მარაზმი ერთხელ და საბოლოოდ უნდა დავასრულოთ!“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე