Geely Auto-მ 2024 წლის პირველი ნახევარი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა
საქართველო, თბილისი - 11:53 | 16.08.2024 ნანახია: 12262024 წლის პირველ ნახევარში Geely Auto Group-მა, ჯამში, 955 730 ავტომობილის რეალიზაცია შეძლო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. კომპანიას რეკორდული შედეგები აქვს საერთაშორისო გაყიდვების მიმართულებითაც. Geely International-ის მაჩვენებელმა 197,428 გაყიდულ ავტომობილს მიაღწია, რაც 67%-იან ზრდას გულისხმობს. აღნიშნული მონაცემებით კომპანია წელს ისტორიულ მაქსიმუმზეა.
Geely-მ უკვე შეძლო ბაზრის მნიშვნელოვანი წილის დაკავება არაერთ ქვეყანაში. 2024 წლის მაისის მდგომარეობით, 14 ქვეყანაში გაყიდული ავტომობილებით კომპანია პირველ სამეულშია. მათ შორის საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კატარსა და ფილიპინებში.
ყველაზე მოთხოვნადი მოდელი Coolray, რომელიც თავისი განსაკუთრებული წარმადობითა და დინამიკური დიზაინითაა ცნობილი, საერთაშორისო ბაზარზე საუკეთესო არჩევანი გახდა B-სეგმენტის SUV-ებს შორის. 2024 წლის პირველ ნახევარში Coolray ჩინური ბრენდების სამეულში მოხვდა გაყიდვების მაჩვენებლებით შვიდ ქვეყანაში, მათ შორის საუდის არაბეთში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ყაზახეთში, ქუვეითში, კატარსა და პანამაში.
Geely-ს კონცეპტუალურმა მოდელმა Monjaro-მ კი მორიგი რეკორდი დაამყარა. ჩინურ ავტომობილებს შორის ის გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროები და კატარი. გაყიდვების თვალსაზრისით მოწინავე ადგილზეა ახალი თაობის მოდელი Emgrand. ის პირველია ყაზახეთში, კატარსა და საუდის არაბეთში. გარდა ამისა, Okavango, რომლის დებიუტიც სულ ახლახან, მაისში, შედგა ყაზახეთში, მომენტალურად იქცა გაყიდვების ჰიტად და თავის სეგმენტში ტოპ სამეულშიც შევიდა.
აღნიშნული შედეგებითაც დასტურდება, რომ საერთაშორისო მიმართულებით განვითარება Geely-ს პრიორიტეტად რჩება. 2024 წლის პირველ ნახევარში კომპანიამ გლობალური წარმომადგენლობა 120-ზე მეტი ახალი გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრის დამატებით გაზარდა. კომპანია ამჟამად 650-ზე მეტ გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრს ფლობს 76 ქვეყანასა და რეგიონში, აძლიერებს კავშირებს საერთაშორისო მომხმარებლებთან.
დღემდე Geely-მ სამი წარმომადგენლობითი ოფისი გახსნა აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაში. ბრენდი მუდმივად აფართოებს თავის საქმიანობას ხუთ ძირითად რეგიონში (ევროპა, აფრიკა, ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი). კომპანია ამჟამად მუშაობს ისეთ ბაზრებზე განვითარებისთვის, როგორებიცაა ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდონეზია და ვიეტნამი.
კომპანიის წარმომადგენელთა პროგნოზით, 2024 წლის მეორე ნახევარი გლობალურ ბაზრებზე Geely-ს განვითარებისთვის გარდამტეხი იქნება. ექსპორტის წლიური მოცულობის ზრდას 330 000-დან 380 000 ერთეულამდე ვარაუდობენ. Geely Auto International გააგრძელებს ფოკუსირებას ბაზრის სეგმენტაციაზე, პროდუქციის ინოვაციებზე, ბრენდის გაახალგაზრდავებასა და გლობალური მიწოდების ჯაჭვების გაფართოებაზე.
ქართულ ბაზარზე Geely Auto-ს „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ჯილი საქართველო“ წარმოადგენს. 2023 წლიდან კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
--
Geely Auto Group არის ავტომობილების წამყვანი მწარმოებელი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს. ის 1997 წელს დაარსდა, როგორც Zhejiang Geely Holding Group (ZGH)-ის შვილობილი კომპანია. ჯგუფი მართავს რამდენიმე წამყვან ბრენდს, მათ შორის Geely Auto, Lynk & Co და Zeekr. Geely Auto Group ასევე არის მალაიზიის ეროვნული ავტომწარმოებლის PROTON-ის გლობალური სტრატეგიული პარტნიორი. ჯგუფში დასაქმებულია 50 000-ზე მეტი ადამიანი, მართავს 12 ქარხანას და ხუთ გლობალურ სამეცნიერო-კვლევით, ასევე განვითარების ცენტრს. Geely Auto Group-ის ქვეშ მყოფმა ბრენდებმა 2023 წელს 1.68 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდეს, ხოლო ახალი ენერგოავტომანქანების გაყიდვების მოცულობა - 48.3%-ით, ექსპორტი კი 38%-ით გაიზარდა.
პოლიტიკა
- ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან "ნაცია", ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი - მამუკა მდინარაძე
- მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს - სალომე ზურაბიშვილი
- მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ - სალომე ზურაბიშვილი
- გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობისთვის ჯილდო მიიღო
მსოფლიო
- ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
- აშშ ერაყიდან ჯარების გაყვანას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს - Reuters
- კურსკის ოლქში უკრაინის ძალები 93 დასახლებას აკონტროლებენ - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - კანადის თავდაცვის სამინისტრო
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- MAN-ის სატვირთო ავტომობილის შეძენა უკვე „თეგეტა ლიზინგის“ მხარდაჭერითაცაა შესაძლებელი
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2024 გაიმართა
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის
- Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა