აშშ-ში ამბობენ, რომ ამერიკული ATACMS-ების გამოყენება ყირიმზე თავდასხმისთვის უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე კურსკის ოლქზე

საქართველო, თბილისი - 09:49 | 16.08.2024
ნანახია: 1207

შეერთებულ შტატებს არ სურს დაუშვას უკრაინის მიერ  კურსკის ოლქში შორი მოქმედების იარაღის გამოყენება, რადგან ფიქრობს, რომ მათი გამოყენება  ოკუპირებულ ყირიმზე თავდასხმებისთვის გაცილებიტთ მიზანშეწონილი იქნება. ამის შესახებ  CNN ამერიკელ  მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები ამ პოზიციას იცავს არა ესკალაციის რისკის გამო, არამედ იმიტომ, რომ აშშ-ს შორი დისტანციის ATACMS-ის ტიპის რაკეტები შეზღუდული რაოდენობით აქვს.

გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, მიწოდებული რაკეტები უფრო მიზანშეწონილი იქნება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის წინააღმდეგ შემდგომი დარტყმებისთვის.

შეერთებული შტატები ჯერჯერობით განიხილავს უკრაინის მოულოდნელ შეჭრას რუსეთის კურსკის რეგიონში, როგორც თავდაცვითი ნაბიჯს, რომელიც კიევს მისცემს ამერიკული იარაღის გამოყენების უფლებას, მაგრამ ამასთან, გამოთქვამს შეშფოთებას პოტენციური გართულებების გამო, რადგან უკრაინული ჯარები უფრო ღრმად შედიან რუსეთის ტერიტორიაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის პირველ კომენტარში უკრაინის კურსკის რეგიონში შეტევასთან დაკავშირებით ოპერაციას კრემლის ლიდერის ვლადიმირ პუტინისთვის "ნამდვილი დილემა" უწოდა.

ვ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, ჯოზეფ ბორელმა კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან საუბრის შემდეგ კურსკის რეგიონში უკრაინის შეტევის შესახებ განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე