აშშ და რუსეთი ავიადარტყმების კოორდინირების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ

საქართველო, თბილისი - 11:15 | 01.10.2015
ნანახია: 1915

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ერთმანეთს, სირიაში არსებულ ვითარებაზე სასაუბროდ შეხვდნენ. მხარეები სამხედრო კოორდინირების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.

უახლოეს ხანებში ამერიკელი და რუსი სამხედროები სირიაში „შემთხვევითი ინციდენტების“ თავიდან ასაცილებლად კონსულტაციებს დაიწყებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმიწფო მდივნის ჯონ კერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ჯონ კერის თქმით, რუსულ მხარესთან კონსულტაციები შესაძლოა უკვე 1 ოქტომბერს დაიწყოს.

ჯონ კერის განაცხადებით, შეხვედრაზე სერგეი ლავროვთან ერთად გარკვეული წინადადებები შეიმუშავა, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ და პოლიტიკური პროცესის დაჩქარებისკენაა მიმართული.

რუსეთმა ავიაიერიში „ისლამისტების“ წინააღმდეგ 30 სექტემბერს მიიტანა. რუსეთის თვდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, 20-მდე აფრენა განხორციელდა და „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალმთიან რეგიონში განლაგებული სამეთაურო შტაბები, იარაღით დატვირთული მათი კუთვნილი ავტომობილები და ტყვია-წამლის საწყობები წარმატებით განადგურდა.

დასავლური მედია წერს, რომ რუსეთის ავიაცია „ისლამისტების“ მიერ კონტროლირებადი ქალაქების ნაცვლად, იმ რეგიონებს ბომბავს, რომლებიც ამბოხებულებს აქვთ დაკავებული.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე