ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები აცხადებენ, რომ იგეგმებოდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გაცვლა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულზე

საქართველო, თბილისი - 17:20 | 26.02.2024
ნანახია: 464

ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები ამბობენ, რომ პოლიტიკოსის გაცვლა იგეგმებოდა.

„ამ დღეებში ფაქტობრივად მისი გაცვლა უნდა შემდგარიყო. პუტინს ეს შესთავაზეს “, - დაწერა პოლიტიკოსის პრესმდივანმა კირა იარმიშმა  X-ში.

მანამდე გერმანულმა გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და გერმანიამ განიხილეს ნავალნის გაცვლა მის გარდაცვალებამდე.

ამასთან, ნავალნის მოკავშირემ მარია პევჩიხმა YouTube-ის არხზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ განიხილებოდა შეთანხმება ნავალნის და აშშ-ის ორი მოქალაქის გაცვლის შესახებ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული „ფეესბეს“ ოფიცრის, ვადიმ კრასიკოვის სანაცვლოდ.
„15 თებერვალს საღამოს დადასტურება მივიღე, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ფინალურ ეტაპზეა .16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, - ამბობს პევჩიხი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე