აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკს გადასცემს - ჯო ბაიდენი

საქართველო, თბილისი - 21:27 | 25.01.2023
ნანახია: 300

აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31ტანკს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართვის დროს ისაუბრა.

ჯო ბაიდენის თქმით, ამ ინიციატივას რეკომენდაცია თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გაუწია.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, განცხადებამდე ის დღეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებს ესაუბრა.

მანამდე, გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას Leopard-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს. როგორც გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, კიევი პარტნიორებისგან ჯამში 80-მდე ტანკს მიიღებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე