პრეზიდენტმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 29.09.2015
ნანახია: 2018

პრეზიდენტმა შეწყალების საკითხთა კომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. როგორც საქართველოს პრეზიდენტის №315 ბრძანებულებიდან ირკვევა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „შეწყალების საკითხთა კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 26 ნოემბრის №928 ბრძანებულებაში შევიდა ცვლილება და შეწყალების საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:  ზვიად ქორიძე - ჟურნალისტი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე; ლია მუხაშავრია - იურისტი, უფლებადამცველი; ეკა გიგაური - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი - მწერალი, დრამატურგი; რევაზ კიკნაძე - სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; კონსტანტინე ჯანდიერი  - მწერალი; უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი; გივი შაჰნაზარი - მწერალი და მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე