”გაზზე” მომუშავე ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 29.09.2015
ნანახია: 1958

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებმა ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გაიარონ.

ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის N437 დადგენილებაში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებას და უსაფრთხო ექსპლუატაციას ეხება,

ცვლილების მიხედვით, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის იდენტიფიკაცია და სავალდებულო ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე