ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაიზარდა, - აქცია შს სამინისტროსთან

საქართველო, თბილისი - 13:45 | 29.09.2015
ნანახია: 1819

ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაიზარდა - ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა შს სამინისტროსთან. აქციის მონაწილეებს სამინისტროს შენობასთან მიტანილი ჰქონდათ ბოლო თვეების სტატისტიკა, სადაც ეწერა თუ რამდენი დანაშაული მოხდა ბოლო პერიოდში ქვეყანაში. 

 აქციის მონაწილეთა ნაწილი კი ამბობდა, რომ პროკურატურა მკვლელებს მფარველობს. 

შს სამინისტროსთან აქცია-მანიფესტაცია ხმაურით დაიწყო. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეებმა სამინისტროში შესასვლელი სამანქანო გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს. 

 აქციის დასასრულს კი ადგილზე დაუდგენელი პირი მივიდა და ერთ-ერთ ორგანიზატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 ინციდენტი მალევე განიმუხტა, სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი დააკავეს. აქციის ორგანიზატორი "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი" იყო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე