ეკა ზღულაძის მიმართ კიევში სითბოს ამჟღავნებენ, - მამუკა არეშიძე

საქართველო, თბილისი - 13:14 | 29.09.2015
ნანახია: 1955

კიევში სიმპათიასა და სითბოს ერთი კონკრეტული ადამიანის, ეკა ზღულაძის მიმართ ამჟღავნებენ, - განაცხადა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბარში ექსპერტმა კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძემ, რომელიც უკრაინადან ახლახანს დაბრუნდა.

მისი თქმით, ზღულაძის მიმართ სიმათიის მიზეზად კიევში ამბობენ, რომ მან კონკრეტული საქმე გააკეთა -  კიევის დონეზე პატრულის სისტემა შექმნა.

”რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს და დანარჩენებს, -ამბობენ, რომ ეს არის ავანტიურისტების გუნდი, რომელიც არაფრის გამკეთებელი არ არის. იგრძნობა, რომ დღეს უკრაინას ეს გუნდი სჭირდება, რადგან მის უკან დგას აშშ და იმისთვის, რომ კიევში მოკლათებეულმა პოლიტიკურმა და ფინანსურმა ოლიგარქიულმა ჯგუფმა არ შეჭამოს უკრაინა, ამისთვის საჭიროა მუდმივი კონტროლი, რასაც ეს ჯგუფი ახორციელებს. კიევში მიმდინარე პროცესები, საზოგადოებაში ძალიან უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს, ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინის პრეზიდენტს პოროშენკოს დღემდე აქვს ბიზნესი და ამ ბიზნესის ერთი ნაწილი რუსეთში, ქალაქ ლიპეცკში ფუნქიციონირებს (საუბარია ტკბილეულის ქარხანაზე). იქ ბევრ რამეზეა საუბარი, რომ ომის მიუხედავად, რუსეთთან ბიზნესების კეთება რომ არ შეწყვეტილა მთელი რიგი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, - აცხადებს „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბარში არეშეძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე