პარტნიორებიც და მოწინააღმდეგეებიც ცდილობენ კონფლიქტები თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, -მამუკა არეშიძე

საქართველო, თბილისი - 10:52 | 29.09.2015
ნანახია: 1960

ყველა, ვინც ჩართულია სამხრეთ კავკასიის სივრცის კონფლიქტების მოგვარებაში, თავისი ინტერესები აქვს და ეს აროს შიშველი სიმართლე, - განაცხადა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბარში ექსპერტმა კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძემ იმ თემაზე კომენტირებისას, რომელიც მან დასავლეთ უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა.

მისი თქმით, პროცესში ჩართული ყველა მხარე, ჩვენი პარტნიორებიც და მოწინააღმდეგეებიც ცდილობენ, თავისი პოლიტიკური ინტერესები გაატარონ და კონფლიქტები გამოიყენონ.

”კონფერენციაზე თემა წამოვჭერი, რომელსაც იქაურ პრესასა და პოლიტიკურ საზოგადოებაშიც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. ყველა, ვინც ჩართულია სამხრეთ კავკასიის სივრცის კონფლიქტების მოგვარებაში, თავისი ინტერესები აქვს. პროცესში ჩართული ყველა მხარე, ჩვენი პარტნიორებიც და მოწინააღმდეგეებიც ცდილობენ, თავისი პოლიტიკური ინტერესები გაატარონ და კონფლიქტები გამოიყენონ, როგორც ბერკეტი. უკრაინელ კოლეგებს ვუთხარი, რომ ეს უნდა გაითვალისწინონ, რადგან იქ იმედის მაღალი ხარისხი არსებობს, რომ პრობლემებს ამერიკელები მოუგვარებენ. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ უკრაინის შემთხვევაში სანქციების სისტემა ამოქმედდა, მაგრამ ამის მიუხედავად, სხვის იმედზე ყოფნა წამგებიანია, იქნება ეს ევროკავშირი, თუ ამერიკა. ეს არის შიშველი სიმართლე და ასეთმა შემიძლია ღრმად დარწმუნებულმა გითხრათ, რომ რუსეთმა დასავლეთ უკრაინა შეიძლება გაანადგუროს, მაგრამ ომს ვერ მოუგებს, რადგან იქ ერი და ბერი გაერთიანებულია ერთი იდეის გარშემო, რასაც უკრაინის მოსკოვისგან დამოუკიდებლობა ჰქვია”, - განაცხადა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბარში არეშიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე