"რესპუბლიკური პარტია" არჩევნებში მონაწილეობას კვლავ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გეგმავს

საქართველო, თბილისი - 19:25 | 28.09.2015
ნანახია: 2069

 "რესპუბლიკური პარტია" არჩევნებში მონაწილეობას კვლავ "ქართულ ოცნებასთან" ერთად გეგმავს, - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას გააკეთა. დავით უსუფაშვილის თქმით, კოალიციაში არ არსებობს წინაპირობები იმისთვის, რომ 2016 წლისთვის კოალიციის წევრი პარტიების ერთობა დაიშალოს.

 "რესპუბიკური პარტია არის კოალიცია ქართული ოცნების წევრი. ჩვენ გვყავს პარტნიორები კოალიციაში, აღარ გვყავს ერთი პარტია კოალიციაში. რაიმე წინაპირობა, რომ მომავალ არჩენვებზე რაიმე სხვაგვარად იქნება დღევანდელი მდგომარეობით არ მაქვს",- განაცხადა უსუფაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე