ინტერვიუ ბილ გეიტსთან - „ამერიკის ხმის“ ექსკლუზივი
საქართველო, თბილისი - 21:45 | 08.11.2021 ნანახია: 22894![](/img/uploads/news/prev/55493662.png)
ცნობილი ამერიკელი ფილანტროპი ბილ გეიტსი გლაზგოში მიმდინარე გაეროს კლიმატის კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობს. ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი გლობალური დათბობის შენელების საქმეში, რასაც სპეციალისტების აზრით, კაცობრიობის კატასტროფულ შედეგებამდე მიყვანა შეუძლია, ასობით მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. გლაზგოში მყოფ ბილ გეიტსს „ამერიკის ხმის“ „აფრიკა-54-ის“ ჟურნალისტი - ლინორდ მოუდო - „სკაიპის“ საშუალებით ესაუბრა.
დაგვეხმარეთ კლიმატური ცვლილებების პრობლემის მასშტაბის გააზრებაში, რა გველის და რამდენად უნდა ვიყოთ შეშფოთებულნი?
კლიმატური ცვლილებები ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა, რომლის წინაშეც კაცობრიობა როდესმე ყოფილა. წლიდან წლამდე ნახშირორჟანგის ემისიების გამო კლიმატი თბება, რაც იმას ნიშნავს რომ მაგალითად ეკვატორის მახლობლად ფერმერობა და მშენებლობა შეუძლებელი გახდება. ტროპიკულ ზონებში მცხოვრები ხალხისთვის ეს სერიოზული დესტაბილიზაციაა.
ორი რამ უნდა ვქნათ: შევწყვიტოთ ემისიების ატმოსფეროში გამოყოფა და არსებობს კიდეც ამის ამბიციური სამიზნე - 2050 წელი. პარალელურად, უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს ამინდის ცვალებადობასთან ადაპტაციაში, მაგალითად - მივცეთ ისეთი თესლი, რომელიც ცხელ ტემპერატურას გაუძლებს. იმასთან შედარებით, რა გეგმებიც 6 წლის წინ პარიზში ყოფნისას დავსახეთ, წელს გაცილებით დიდი და ფართო პროგრამებია, მეტი საქმე გვაქვს.
პარიზში 2015 წლის შეხვედრის შემდეგ, რა პროგრესი გვქონდა და როგორ შეიძლება განისაზღვროს დღეს გლაზგოს კონფერენციის წარმატება?
ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული კერძო სექტორის მიმართულებით. ვპოულობთ კონკრეტული ინოვაციების საჭიროებას და შემდეგ ვმუშაობთ თითოეულ სფეროსთან, რომ ახალი იდეები იქამდე მივიტანოთ. ადაპტაციაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები იდება. ეს პარიზში არ ხდებოდა. არ ვამბობ, რომ ახლა რასაც ვაკეთებთ, ეს საკმარისად კარგია. შემდეგ წლებში ჩართულობა უნდა გაიზარდოს, უკეთესი საკანონმდებლო რეგულაციები გვესაჭიროება, კერძო სექტორის მეტად გააქტიურება, მეტი ინოვაცია, რომელიც ადაპტაციისკენაა მიმართული.
ხშირად საუბრობთ ინოვაციების აუცილებლობაზე, მათ შორის წელს გამოსულ წიგნში: „როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა“. რა ტიპის ინოვაციებს გულისხმობთ?
დიდი განაცხადი გავაკეთეთ, ვმონაწილეობთ ინოვაციების ადაპტაციის დიდ პროგრამაში, რომელიც მცირე ზომის ფერმების დახმარებას ისახავს მიზნად. ბევრი ქვეყანაა ჩართული, რესურსების გამოყოფის პირობა პრეზიდენტმა ბაიდენმაც დადო. მომდევნო 3 წლის მანძილზე 350 მილიონ დოლარს გადავცემთ თესლის კონსორციუმს, სახელად „სი-ჯი სისტემა“. ის თესლებით სხვადასხვა ქვეყნებს მოამარაგებს. ჩვენი მიზანია ისეთი თესლი გამოვიყვანოთ, რომელიც კლიმატური ცვლილებების გამოწვევების ფონზე, გაცილებით პროდუქტიული იქნება და მეტ მოსავალს მოგვცემს.
ჯამში, ამ მიმართულებით წინასწარი დაპირებები მილიარდ დოლარას აღწევს. ამით ასობით მილიონი წვრილი მეწარმე ისარგებლებს. ეს [გლაზგოს კონფერენციის] ინოვაციების ადაპტაციის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იქნება, რომელიც სავარადუდ სათანადო ყურადღების გარეშე დარჩება.
როგორ შეიძლება ინდივიდუალური წვლილის შეტანა კლიმატის ცვლილების გლობალური პრობლემის დაძლევაში?
რა თქმა უნდა, არსებობს პროდუქტები, რომელიც ამცირებს ემისიების გამოყოფას. ერთი ქვეყნიდან მეორემდე ეს ძალიან განსხვებულია. იცით, რომ მდიდარ ქვეყნებში, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, განვსაზღვროთ, თუ რომელი საკვების დამზადება, რის გამოყოფას იწვევს. ჩვენთან ელექტრო-მანქანების რიცხვიც იზრდება. სახლების გათბობაც ელექტროენერგიაზე გადადის და ბუნებრივ აირს თანდათან ანაცვლებს.
ინდივიდუალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ჩართულობაც. ეს ისეთი დონის პრობლემაა, რომელიც ითხოვს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან ქმედებას. კლიმატური ცვლილებების დრამატული პრობლემის დაძლევის საქმეში, მოკლევადიანი მცირე მსხვერპლიც კი იძლევა გრძელვადიან შედეგს. ამიტომ, ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მათ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ახლავე თუ არ დავიწყეთ, არაფერი გამოვა. ეს გაცილებით რთული პრობლემაა, ვიდრე პანდემია. ერთი ინსტრუმენტი შევქმენით პანდემიისთვის ვაქცინის სახით და პრობლემის გადაჭრის შანსი გვაქვს. კლიმატური ცვლილებების შესანელებლად კი უთვალავი ინსტრუმენტია საჭირო.
უცოდინრობის ბრალია ეს თუ არა, ჯერ კიდევ ბევრს არ სჯერა კლიმატური ცვლილებების. რას ეტყოდით მათ?
სამწუხაროდ, მტკიცებულებები თანდათან ძლიერდება. ეს არის პრობლემა, რომლის გადაჭრა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ჩემი ბოლო 6 წლის გამოცდილებით, ჩვენ ისევ ინოვაციების წახალისებასთან მივდივართ. ბევრი ახალი კომპანია დავაფინანსეთ და შემდეგი 5 წელიც ახალი იდეები პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ, არამარტო მდიდარ ქვეყნებში, არამედ განვითარებად სამყაროშიც, მათ შორის- აფრიკაში.
წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/voa-interview-with-bill-gates/6300084.html
პოლიტიკა
- გუშინდელი მოსმენა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, არის განაჩენი ივანიშვილის პარტიისთვის - თინა ბოკუჩავა
- ჩვენ გვინდა, ამერიკელ პარტნიორებს შევთავაზოთ ურთიერთობების გადატვირთვა, ამ ფონზე, კონტრპროდუქტიულია განცხადებები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით კონგრესში გაკეთდა - ირაკლი კობახიძე
- 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას, ლიბერალურ ფაშიზმსა და ტრადიციულ ფასეულობებს, ბნელ წარსულსა და ნათელ, ევროპულ მომავალს შორის - ირაკლი კობახიძე
- ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენას, არის მტკნარი სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების მცდელობა - თინა ბოკუჩავა
საზოგადოება
- ზაქარიას პატარა მანქანა დიდი საქმეებისთვის - მხარდასაჭერ კამპანიას „თეგეტა ჰოლდინგი“ შეუერთდა
- 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
- დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში მიწისძვრის სიმძლავრემ 4.9 მაგნიტუდა შეადგინა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ გემის მომავალ კაპიტანს ლიზი ქავთარაძეს სწავლას დაუფინანსებს
სამართალი
- გამოძიება მიმდინარეობს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და დაფინანსებით, დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე - სუს-ი
- ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 17 წლის ბიჭი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
- ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- პარიზის ზაფხულის ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
- ზურიკო დავითაშვილი ტექნიკური მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია - „სენტ-ეტიენის“ მთავარი მწვრთნელი
- UEFA-მ თურქეთის ნაკრების ფეხბურთელის, მერიჰ დემირალის ჟესტის გამო გამოძიება დაიწყო
- გიორგი მამარდაშვილი მოგერიებული ბურთების რაოდენობით ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეა