სინაიში ავიაკატასტროფის ადგილას 160 ცხედარია ნაპოვნი

საქართველო, თბილისი - 10:33 | 02.11.2015
ნანახია: 1798

სინაიში რუსული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას 160 ცხედარია ნაპოვნი. ეგვიპტელმა მაშველებმა საძიებო ზონა მნიშვნელოვნად გააფართოვეს. ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, რამდენიმე ცხედარი ლაინერის ჩამოვარდნის ადგილიდან რვა კილომეტრის დაშორებითაც აღმოაჩინეს. 144 დაღუპული პეტერბურგში უკვე გადაასვენეს.

კომპანია ”კოგალიმავიას” თვითმფრინავი, რომელიც რესისს შარმ-ელ-შეიხიდან პეტერბურგში ასრულებდა, სინაიში 31 ოქტომბერს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 244 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. გარდაცვლილთა შორის იყვნენ რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის მოქალაქეები.

კატასტროფის მიზეზებს ეგვიპტის სამართალდამცავები რუსულ მხარესთან ერთად გამოიძიებენ. ჯერჯერობით ტრაგედიის მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე