მიხეილ სააკაშვილი: წესრიგი უნდა დავამყაროთ, ზუსტად ვიცი, საქართველოში როგორ დავამყარე

საქართველო, თბილისი - 10:17 | 02.11.2015
ნანახია: 1835

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "1+1"-ის ეთერში უკრაინაში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ოლიგარქიული პარტიებისა და მმართველობისგან.

"მე არ ვარ პროკურატურის დამცველი, მე სერიოზული კითხვები მაქვს როგორ მუშაობენ, რა პროფესიოალიზმია და ასე შემდეგ... მოკლედ, ბევრი, ბევრი კითხვაა, მაგრამ ეს ხალხი რომ ძარცვავდა უკრაინას რად უნდა ამას პროკურატურა? თქვენ რა, არ იცით საიდან აქვთ მათ მილიარდები? კიდევ ერთხელ ვამბობ დავკავდეთ, კორბანით, კალამოისკით, ივანჩუკით, მარტინენკოთი. ის, რომ საკუთარ თავს ისინი პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ არ ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება გამოაცარიელონ უკრაინის ბიუჯეტი. მარტო გასულ წელს მათი გამოისობით და სახელმწიფო კომპანიების მეშვეობით უკრაინამ 105 მილიარდი გრივნა დაკარგა. დროა, უკვე გამოვემშვიდობოთ ოლიგარქებს. მე ბევრი კონკრეტული ფაქტი მოვიყვანე როგორ იპარავენ ფულს ავიაციის და სხვა ათასი საშუალებების მეშვეობით. მე არ გავჩერდები, დამნაშავეები უნდა იჯდნენ ციხეში", - განაცხადა სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა ტელეკომპანიის პირდაპი ეთერში ასევე განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ადამიანები ძარცვავენ უკრაინას და იპარავდნენ მილიარდობით დოლარს სახელმწიფო ფულს.

"კითხვა მაქვს ასეთი უკრაინაში ვიმეს ეჭვი ეპარება, რომ ამ ადამიანებმა გაქურდეს სახელმწიფო უწყებები წლების განმავლობაში, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჯიბეში ჩაისვეს ეს უწყებები... ისინი არიან ორგანიზებული დაჯგუფების წევრები და დროა, ქვეყანაში დამყარდეს წესრიგი. ეს წესრიგი ახლა კი არ უნდა მყარდებოდეს, ეს უნდა მომხდარიყო გუშინ და გუშინ წინ... წესრიგი უნდა დავამყაროთ, მე ზუსტად ვიცი, საქართველოში როგორ დავამყარე...

ნებისმიერი ხერხით უნდა მივაღწიოთ ქვეყანაში წესრიგს. უკრაიანა მდიდარი ქვეყანაა, იგი არ უნდა დაეცეს მუხლებზე... მისი ფეხზე დაყენება შეიძლება, მაგრამ ბევრ უწყებაში ძარცვავენ სახელმწიფო უწყებებს", - განაცხადა სააკაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე