გიორგი კვირიკაშვილი ვაშინგტონში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 09:45 | 02.11.2015
ნანახია: 1753

ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში მოღვაწე ქართველ პროფესიონალებს შეხვდა.
ღონისძიებას ძირითადად ის ქართველები ესწრებოდნენ, რომლებიც ვაშინგტონში წამყვან საერთაშორისო თუ ადგილობრივ საფინანსო კომპანიებსა და ჯანდაცვის სფეროში მუშაობენ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების პროცესში საღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მაქსიმალური ჩართულობის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა ინტენსიური ხასიათი მიეცეს მათთან კომუნიკაციას და აზრთა ურთიერთ გაცვლას.
შეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს, ასევე სტუმრები დაინტერესდნენ ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკით.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე