აშშ-ის საელჩო: პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია

საქართველო, თბილისი - 16:15 | 31.10.2015
ნანახია: 2081

აშშ-ის საელჩო საქართველოში უკრაინულ ვებგვერდზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. ამასთან, აღნიშნულია, რომ საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა.

„აშშ-ის საელჩო საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას განაგრძობს. ჩაწერილი საუბრების გადამოწმების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მხარის მიერ პოლიტიკაში ძალადობის მხარდაჭერა მიუღებელია. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთი განცხადებების ადგილი არ არის.

მივესალმებით პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც სიმშვიდისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ. ეს განცხადებები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს საჭიროა დიალოგი და პოლიტიკური და მედიასივრცეების გაფართოება და არა შეზღუდვა", - ნათქვამია განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე