თეა წულუკიანი: უკანონო მოსმენების დრო საქართველოში წარსულს ჩაბარდა

საქართველო, თბილისი - 14:55 | 31.10.2015
ნანახია: 1684

უკანონო მოსმენების დრო საქართველოში წარსულს ჩაბარდა - განცხადება ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გააკეთა. წულუკიანის თქმით, წყარო, ვინც უკრაინულ მედიასაშუალებებს მასალა მიაწოდა, უცნობია, თუმცა მოკვლევა უკვე დაწყებულია.

„ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, როდესაც ჩვენ ყველას გვისმენდნენ, როდესაც ტელეფონიდან ბატარეებს ვიღებდით და ვმალავდით სხვა ოთახში. ეს ეპოქა არის დასრულებული. მე არ გავიზიარებ იმ ადამიანების აზრს, მათ შორის უცხოელების, რომლებმაც თქვეს, რომ ჟურნალისტმა წყარო უნდა გაამხილოს. გამოძიება უნდა ჩატარდეს არა ჟურნალისტის წინააღმდეგ, არამედ იმ ჩინოვნიკის წინააღმდეგ, საქართველოსა თუ უკრაინაში, რომელმაც სავარაუდოდ უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა ეს ჩანაწერი,თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი იყოს კანონიერიც“ - განცხადა თეა წულუკიანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე