საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:14 | 30.10.2015
ნანახია: 1765

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს. მხარეებმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე.

 აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა წარმოადგენს დამაკავშირებელ ხიდს ევროპასა და აზიას შორის. ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ტურიზმის განვითარების კუთხით.

 საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა საუბრისას  რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ გაფორმებული .. შეთანხმებამოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებსაქართველოს ტერიტორიების ანექსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას რეგიონში.

გიორგი მარგველაშვილმა  მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს  ქვეყნებს შორის მომავალ  თანამშრომლობას.

გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე