ირაკლი ალასანია: „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ აცნობიერებენ რა შარში შეიძლება, გახვიონ ქვეყანა

საქართველო, თბილისი - 12:21 | 30.10.2015
ნანახია: 1823

„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ აცნობიერებენ, „რა შარში შეიძლება, გახვიონ ქვეყანა“, -  ამის შესახებ  „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

 „ეს ყველაფერი დემონტრირებაა იმის, თუ რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილს, ზოგადად ჩვენი ქვეყნის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაანებოს საქართველოს თავი. მისმა ავტორიტარულმა მართვამ არაერთხელ გახვია ქვეყანა უბედურებაში. ახლა უნდა მისცეს საშუალება საქართველოს და, თუნდაც მის პარტიას, მის გარეშე გავაგრძელოთ ცხოვრება. აქ მეორე მხარეც არის. ეს ორი პოლუსი ერთმანეთს უწყობს ხელს, რომ ისტერიული გარემო იყოს ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხარეს არის „ქართული ოცნების“ დღევანდელი ხელისუფლება, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც უპასუხისმგებლოდ, აგდებულად გამოდის და ძალადობისკენ მოუწოდებს.... ეს ხალხი ცეცხლს ეთამაშება ისე, რომ ვერც ხვდებიან, ეს ქვეყანა რა შარში შეიძლება, გახვიონ. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს პროცესები ვიღაცის ინტერესებში შედის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რამის აგორების თავი არც ერთ და არც მეორე მხარეს აქვს. ყველას მოვუწოდებ, რომ ერთი ადგილი დააყენოს და დაანებოს თავი ასეთი ფორმით ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკის ესკალაციას. ხალხს აღარ შეუძლია ამის მოსმენა, ასეთი დაპირისპირების, ასეთი ისტერიკის“,– განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე