„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა ხვალისთვის გადაიდო

საქართველო, თბილისი - 13:29 | 29.10.2015
ნანახია: 1856

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის წინააღმდეგ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საქმეზე სასამართლო განხილვა ხვალისთვის გადაიდო.

მოპასუხე მხარემ დღეს სხდომის გადადება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მისცემოდათ გონივრული ვადა, რათა საპაექრო სიტყვისთვის მომზადებულიყვნენ.

„რუსთავი 2“ - ის ადვოკატებმა დღეს კანცელარიაში ჩააბარეს განცხადება და გუშინდელი სხდომის ოქმი გამოითხოვეს, რომელზეც ექსპერტი შოთა ივანაშვილი დაიკითხა.
პროცესი ხვალ 11:00 საათზე განახლდება. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე