საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 29.10.2015
ნანახია: 2989

ხვალ, საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.

სერჟ სარგსიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ  გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან.

პრეზიდენტის სასახლეში საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს მეუღლესთან ერთად ეწვევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე