ხიდაშელი: ჩვენ დავუპირისპირდით მიხეილ სააკაშვილს, სწორედ იმის გამო, რომ ტელევიზიები ერთმანეთის მიყოლებით მესაკუთრებს კარგავდნენ

საქართველო, თბილისი - 16:07 | 28.10.2015
ნანახია: 1717

თავდაცვის მინისტრმა, ბრიფინგზე, სადაც განაცხადა, რომ ქართული არმია მთლიანად საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტით მომარაგდება, რუსთავი 2-სა და თავისუფალ მედიის დევნაზეც ისაუბრა.

“მე არ ვიცი რუსთავი 2 დღეს თავისუფალია თუ არა, ეს არ არის ჩემი შესაფასებელი,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მინისტრის თქმით, თავისუფალი მედიისთვის ბრძოლა იყო ერთერთი მთავარი ამოსავალი 2004 წლიდან მოყოლებული ქართული ოპოზიციისთვის.

„ჩვენ დავუპირისპირდით მიხეილ სააკაშვილს, სწორედ იმის გამო, რომ ტელევიზიები ერთმანეთის მიყოლებით მესაკუთრებს კარგავდნენ. შემთხვევით, მე არავის არ ვაბრალებ, შემდეგ ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ხდებოდა ხოლმე ამ ტელევიზიების მესაკუთრე და ხან მისი რომელიმე მინისტრი. ეს იყო ბრძოლა, რომელიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელის თქმით, მისი ადგილი არცერთ მთავრობაში არ იქნება, რომელი მთავრობაც სიტყვის თავისუფლებას დაუპირისპირდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე