სოზარ სუბარი: არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალების არ არსებობს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 28.10.2015
ნანახია: 1971

არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალების არ არსებობს - 315 მუხლით დაწყებულ გამოძიებას განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი გამოეხმაურა.

სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საშიშროება არ არსებობს, თუმცა როდესაც არსებობს ეჭვი გამოძიება ვალდებულია ეს გადაამოწმოს.

“არანაირი საფრთხე სახელმწიფო გადატრიალებისა არ არსებობს. მე შემიძლია ერთადერთი გავიმეორე ედუარდ შევარდნაძის სიტყვები - ყველას ვისაც გადატრიალების სურვილი აქვს, შეუძლია თავის საწოლში გადატრიალდეს და გადმოტრიალდეს, სხვა გადატრიალება ამ ქვეყანაში არ მოხდება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 315-ე მუხლით რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რაც შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად გულისხმობს.

როგორც ცნობილია, 24 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდებისთვის შეთქმულებასთან დაკავშირებით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე