გიორგი თარგამაძე: ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა პოლიტიკურ უდაბნოდ აქცია

საქართველო, თბილისი - 18:19 | 27.10.2015
ნანახია: 1874

პარტია ქრისტიან დემოკრატების ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ ივანიშვილის მთავრობამ ქვეყანა "პოლიტიკურ უდაბნოდ" აქცია.

ეს განცხადება სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების პროგრამის დირექტორმა გიორგი თარგამაძემ უსაფრთხოების კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

თარგამაძე დარწმუნებულია, რომ ინგა გრიგოლიას გადაცემა დახურეს, ისე როგორც მისი გადაცემები წინა ხელისუფლების დროსაც იხურებოდა.

რაც შეეხება მისი მისამართით წარმოთქმულ კრიტიკას, რომ ქრისტიან დემოკრატები წინა ხელისუფლების ფსევდო ოპოზიციას წარმოადგენდა, თარგამაძე ამბობს, რომ უჭირს უპასუხოს ივანიშვილს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც ნაციონალური მოძრაობის „კაცად“ მოიხსენიებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე