ბოლო სამი წლის მანძილზე ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 380 მლნ ლარს გადააჭარბა
საქართველო, თბილისი - 16:52 | 27.10.2015 ნანახია: 1807საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცით, 2013, 2014 და 2015 წლების რთველის სეზონზე მევენახეობის ტრადიციულ რეგიონებში - კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში - ჯამში 360 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი გადამუშავდა და ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა მევენახეების შემოსავლებმა 380 მლნ ლარს გადააჭარბა.
აღნიშნულ წლებში, რთველის პროცესის სწორად დაგეგმვისა და წარმართვის შედეგად, პრაქტიკულად გამოირიცხა კონკურენცია სახელმწიფო და კერძო კომპანიებს შორის.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს შემუშავდა და პრაქტიკაში დაინერგა რთველში მონაწილე მევენახეების, ღვინის კომპანიების, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობისა და ყურძნის ჯიშების ,,ონლაინ” რეჟიმში აღრიცხვისა და სისტემატიზირების ელექტრონული პროგრამა.
2013 წელი
2013 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ყურძნის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დადგინდა ღვინის კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია: 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე – 40 თეთრი და 1 კგ საფერავისათვის – 25 თეთრი. 2013 წელს ღვინის კომპანიებზე გაცემულმა სუბსიდიის თანხამ 32 მლნ ლარი შეადგინა. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში ღვინის კომპანიების მიერ გადამუშავდა 92 773 ტ ყურძენი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 116 მლნ ლარს გადააჭარბა.
(2012 წელს, რთველში მონაწილე 39 კომპანიამ ვაუჩერიზაციის პროგრამის ფარგლებში სულ 52 200 ტ ყურძენი გადაამუშავა).
2014 წელი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელს, 2013 წლის მსგავსად, როგორც თეთრი, ისე წითელი ყურძნის სუბსიდირება მოხდა. ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების ანალიზიდან გამომდინარე, სუბსიდია 1 კილოგრამ რქაწითელზე და კახურ მწვანეზე 35 თეთრს, 1 კგ საფერავზე კი 15თეთრს შეადგენდა.
2014 წელს, საერთო ჯამში, გადამუშავდა 123 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 170 მლნ ლარს გადააჭარბა.
ღვინის კომპანიებზე გაცემულმა სუბსიდიის თანხამ 32 მლნ ლარი შეადგინა.
2015 წელი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წლის რთველის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ სუბსიდია 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე განისაზღვრა 35 თეთრი, ხოლო 1 კგ საფერავზე - 15 თეთრი. 2015 წელს სუბსიდია გაიცემოდა პირდაპირ მევენახეებზე და არა ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე.
2015 წლის 26 ოქტომბრის მონაცემებით, სულ გადამუშავებულია 143,1 ათას ტონამდე ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მოსახლეობის შემოსავლებმა 102,3 მლნ ლარს მიაღწია.
პოლიტიკა
- თბილისში, ევროკავშირის ელჩი, ვიღაც ჰერჩინსკი აბობოქრდა - გრიგორი კარასინი
- საქართველო სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ საყრდენად აღიქმებოდა, რომელსაც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა სურდა, თუმცა, ბოლო ქმედებების შედეგად, საქართველოს მთავრობა, ღიად ანტიდასავლური გახდა - ჰელსინკის კომისია
- თითოეული ქართველის გადასაწყვეტია, როგორი მომავალი სურთ საკუთარი ქვეყნისთვის, გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა - პაველ ჰერჩინსკი
- წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- რუსთაველი - მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა
- სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- „თეგეტა ჰოლდინგის“ 2 თანამშრომელი Forbes 30 UNDER 30-ის გამარჯვებულია
- საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს
სამართალი
- თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია ჩატარდა - დაკავებულია 14 პირი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა აკუმულატორები „თეგეტა მოტორსისგან“
- "ვოლვო ქარ საქართველოს" მექანიკოსი საერთაშორისო კონკურსის - Vista Competition 2024-ის გამარჯვებულია
- სუპერქარი Lamborghini უკვე Tegeta Cars-ის პორტფელშია
- Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა