სესიაშვილი: არლამენტში იმდენი მიშისტია, რომ ერთი სტალინისტი რომ იყოს არაფერი დაშავდება

საქართველო, თბილისი - 15:46 | 27.10.2015
ნანახია: 1707

„ზოგს სტალინი მოწონს, ზოგს კრომველი, ზოგს მარქსი და ზოგს ტროცკი. მაგრამ, ეს ყველაფერი წარსულშია, წარსულზე შეიძლება ისტორიკოსებმა იკამათონ. ჩვენი მომავალი კი ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული,“ - ასე ეხმაურება გოგი თოფაძის მიერ სტალინთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ვოლსკი.  

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იხსენებს, რომ მისმა  ოჯახმა რეპრესიები განიცადა იმ პერიოდში. ვოლსკის ეეჭვება ყველა კაბინეტში და ოჯახში იხილოს სტალინის სურათი.

არ ეთანხმება გოგი თოფაძის მოსაზრებას პარლამენტის ვიცე სპიკერი.

„რაღაც ახალი უთქვამს. არ მომისმენია ბატონი გოგისგან ასეთი რამ, არ ვიცი თუ თქვა. რა თქმა უნდა არ ვეთანხმები. შეიძლება ხუმრობით თქვა,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.

სტალინთან დაკავშირებით დეპუტატის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია უმრავლესობის გუნდში. გოგი თოფაძის განცხადებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეც ეხმაურება.

„პარლამენტში იმდენი მიშისტია, რომ ერთი სტალინისტი რომ იყოს არაფერი დაშავდება, მერწმუნეთ,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

როგორც ცნობილია, უმრავლესობის დეპუტატმა ტელეეთერით სტალინს საქართველოს სიმბოლო და გენიალური პიროვნება უწოდა და იქვე განმარტა, რომ საქართველოში ცოტა ხანში სტალინის სურათი დაიკიდება ყველა კაბინეტში. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე